ოთარ დანელია: არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება დაიწყება!
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტი მოიწონა და დაამტკიცა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასეთი ტიპის ვაშლის სუბსიდირება დაიწყება.
"მიდგომა არის ზუსტად იგივე, როგორიც რთველის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ ჩამბარებელი არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და გადაიხდის 10 თეთრს, მიიღებს 8-თეთრიან სუბსიდირებას სახელმწიფოსგან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის იმ სურათს, რომელიც წლების მანძილზე იყო. ეს არის უპრეცედენტო, ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს", - განაცხადა ოთარ დანელიამ.