პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო დაკნინდა
პარლამენტს "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები წარედგინა, რომლის მიხედვით, სტუდენტის პირადობის მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება, ხოლო საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრების გუნდის წევრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის და დაფინანსების საკითხებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს.
ასე რომ, პრეზიდენტს კიდევ ერთი უფლება შეეზღუდა-სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილის უმაღლეს დაწესებულებაში სწავლისა და დაფინანსების პირობების განსაზღვრა პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ იქნება.