მაია ფანჯიკიძე:-"საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ალიანსს"
ნატო-ს უელსის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული პაკეტი საკმარისი იარაღია იმისათის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავრცელებს. მისი თქმით ნატო–მ აღიარა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. განჯიკიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ალიანსს და აცხადებს:
-"ეს პროგრესი აღიარებული სამი მიმართულებით - დემოკრატიის განვითარება, სამხედრო ძალის მოდერნიზება და თავდაცვითი ინსტიტუტების გაძლიერება. სწორედ ამ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით ამბობს ნატო, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ალიანსს. გამომდინარე იქედან, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ალიანსს და მისი საბოლოო მიზანი წევრობაა, იმისათვის, რომ ეს განხორცილდეს, საქართველოს ორ არსებულ ინსტრუმენტთან ერთად (ნატო-საქართველოსკომისია და წლიური ეროვნული პროგრამა) მიენიჭა მესამე - გაძლიერებული არსებითი ღონისძიებების პაკეტი, რომელმაც მთლიანობაში საქართველო ნატო-ს წევრობისთვის უნდა მოამზადოს. მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ეს არის საკმარისი იარაღი იმისათის, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მიძღვნილი აქვს მთელი 2 პარაგრაფი. გარდა ამისა, ბევრჯერ არის ნახსენები დეკლარაციაში. საქართველო, როგორც ერთადერთი ქვეყანა, მიწვეული იყო ამ სამიტზე ყველა ფორმატზე, რომელიც იყო პარტნიორი ქვეყნებისთვის. ეს იყო 28+4 საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა და ეს იყო 28+5 თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრა, რომელიც ნატო-ს ყველაზე თავსებად ქვეყნებთან შეხვედრას ნიშნავს. IშAF-ის შეხვედრაში პრეზიდენტი მონაწილეობდა".