გრიგოლ ვაშაძე:-"ომი კი წინაა!"

გრიგოლ ვაშაძე:-"ომი კი წინაა!"

   მინსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე ეხმიანებს და წერს:

 

   -"მინსკში დღეს "პრეზიდენტ-ოტელში" ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. მოლაპარაკებების მაგიდას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლ. კუჩმა, რუსეთის ელჩი უკრაინაში მ. ზურაბოვი, ეუთოს წარმომადგენელი ჰ. ტალიავინი თავისი ანტურაჟით, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "მთავრობის თავჯდომარე" ვინმე ა. ზახარჩენკო თავისი "მოადგილეთი" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "მთავრობის თავჯდომარე" ვინმე ი. პლოტნიცკი უსხდნენ.

12-პუნქტიანი ოქმის ხელმოწერა Uრბი ეტ Oრბი-ის ჰ. ტალიავინიმ ამცნო. პლოტნიცკიმ ეს ფაქტი დაადასტურა, და დაუმატა, რომ "...ოქმი ლუგანსკის რესპუბლიკისთვის არ ნიშნავს უკრაინის საზღვრებს გარეთ სუვერენიტეტზე უარის თქმას".

ოქმის მთავარი დებულებები პუტინის "სამშვიდობო" გეგმას რომ შევაჯეროთ, ისინი დაახლოებით ასე გამოიყურებიან:

- შეწყდეს ლუგანსკის და დონეცკის მეამბოხეების შეტევა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეს მიმართულებით;

- უკრაინის სამხედრო შენაერთებმა უნდა დაიხიონ ისეთ მანძილზე, რომელიც გამორიცხავს ამბოხებულების კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების წინააღმდეგ არტილერიის ან ზალპური ცეცხლის სისტემების გამოყენებას;

- საერთაშორისო კონტროლის დაწესებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე მხარეების მიერ;

- ავიაციის არგამოყენება ე. წ. უსაფრთხოების ზონაში;

- ტყვეების გაცვლა "ყველა ყველაზე";

- ჰუმანიტარული კორიდორების გახსნა და რუსეთიდან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დასახლებულ პუნქტებში "ჰუმანიტარული" ტვირთების დაუბრკოლებელი შესვლა;

- ლტოლვილების დაბრუნება;

- სოციალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში და "მათი მომზადება ზამთრისთვის";

- ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, რუსული ენის სტატუსი, საკადრო პოლიტიკის ოლქებთან შეთანხმება და ა. შ.

ეს ყველაფერი ავადსახსენებელ 1992 წლის მოსკოვის ხელშეკრულებას "О принципах урегулирования грузино-осетинского конфликта" და "Соглашение о прекращении огня в Абхазии и механизме контроля за его соблюдением, Сочи, 27 июля 1993 года"-ს მახსენებს.

განგრენას ბინტი გადაახვიეს, სუნამო დაასხეს და და ქირურგია გვერდზე გადადეს.

ტერორისტების ლეგიტიმაცია მოხდა. რუსეთი კიდევ ერთხელ "კონფლიქტის მონაწილე არაა".

საქართველოს "ხელისუფლება" კიდევ ერთხელ განაცხადებს, რომ ჩვენმა ზომიერმა პოლიტიკამ გაამართლა და არ ჩავერიეთ იმაში, რაც არ გვეხებოდაო.

   ომი კი წინაა!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: