დემურ გიორხელიძე:-"ხელისუფლება არ გრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც ადრე თუ გვიან დადგება!"
ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სხვადასხვა წლებში საქართველოში გამოკვეთილ დაპირისპირებაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს:
-"საქართველოში, აშკარად გამოკვეთილი დაპირისპირება იდეების დონეზე, ანუ, მსოფლფმხედველობითი დაპირისპირება, ყველაზე მწვავედ - მე-20 საუკუნის 900-იან და 10-იან წლებში იყო: ბოლშევიკური იდეოლოგია, ანარქიზმი, ეროვნული იდეოლოგია, მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული მსოფლმხედველობა, იდეის დონეზე მოქმედი ტეროროსტული ჯგუფები და ა.შ.
რევოლუციამ ყველაფერი მოსპო და 70 წლის განმავლობაში, იდეის დონეზე მოაზროვნე ადამიანი გაანადგურა (მცდარია თუ სწორი ესა თუ ის იდეა, ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ, - მე პრინციპზე ვამახვილებ ყურადღებას) და ის შემართება და რისკი გაუნადგურა, როცა ადამიანი რისკის ქვეშ მოქმედებს რათა მისი შეხედულებები და პრნციპები იქნას რეალიზებული...
გავიდა თითქმის 90 წელი და...საქართველოში რეანიმირება მოხდა ტოტალიტარული მეთოდებისა -რომლის არსიც შენიღბულია მეინსტრიმული ფრაზეოლოგიითა და უმძლავრესი პროპაგანდით... ყველაზე ცუდი ისაა, რომ რეანიმირებულია მე-19 საუკუნის ახალგაზრდა რადიკალი სტუდენტების მეთოდები და მიდგომები, - ეს ყველაფერი ბრწყინვალედ არის აღწერილი Михаил ГЕЛЛЕР. МАШИНА И ВИНТИКИ. ИСТОРИЯ ФОРМИРОВАНИЯ СОВЕТСКОГО ЧЕЛОВЕКА. Издательство "МИК". Москва. 1994. ყველაფერი ეს გახდა საფუძველი იმ ტოტალიტარული რეჟიმისა, რომელიშიც იცხოვრა ჩვენმა ქვეყანამ ათწლეულები...
სწორედ ახალაგარზდებზე ორიენტაცია, მათი ცნონიერების კორექცია, მძლავრი პროპაგანდა და ფინანსები, იდეოლოგიურად სრულიად ამორფული და უიდეო სახელისუფლებო კოალიციის ფონზე, ყოფილ მმართველ პარტიას აძლევს საშუალებას აწარმოოს საკმარისზე მეტი აგრესიული პოლიტიკა ამ მიმართულებით!... ახალგაზრდები იმდენად ცუდ გარემოში არიან, რომ მათთვის (რაღაც ნაწილისათვის!) მისაღები ხდება ორგანიზებული, იდეურად ჩამოყალიბებული, აგრესიული პოლიტიკური ძალის ახლოს ყოფნა... და, ისინი ხდებიან იდეოლოგიურად დამოკიდებულნი... ისინი ერთნაირად აზროვნებენ და იმყოფებიან მავნებლური პროპაგანდის გავლენის ქვეშ!
ხელისუფლება არ გრძნობს იმ საფრთხეს, რომელიც ადრე თუ გვიან დადგება!
სხვა პოლიტიკური პარტიები საკუთარი ვიწრო ინტერესების ფარგლებში მოქმედებენ და ახლაგაზრდებისათვის არ არიან მიმზიდველნი...
და...
ახალგაზრდების დიდი ნაწილისათვის დგას მოლოდინისა და გაურკვევლობის პერიოდი... ეს დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება...