"მაფიოზურ–კლანური მართველობის სისტემის ჩამოყალიბება "მოქალაქეთა კავშირის" შექმნით დაიწყო!"

"მაფიოზურ–კლანური მართველობის სისტემის ჩამოყალიბება "მოქალაქეთა კავშირის" შექმნით დაიწყო!"

        ივერიონს "იბერიელთა კავშირის" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ორგანიზაციის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი მიმართვის ფართო საზოგადოებამდე მიტანა ითხოვეს. "იბერიელთა კავშირი" ბანკებიდან გამოტანილი სესხებისა და იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერას გამოთქვამს და აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრება.

     საკითხის აქტუალურობის და პრობლების ჭეშმარიტად არსებობის გათვალისწინებით, კავშირის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია

"იბერიელთა კავშირი" –ს  ხელმძღვანელობის

მიმართავს ხელისუფლებას

 

1992 წლიდან დღემდე მოსახლეობის ძარცვა და გაკოტრების მიზეზი-შედეგობრივია!

     

    "იბერიელთა კავშირი"  მოგიწოდებთ ყველა იპოტეკითა და ბანკებისაგან დაზარალებულთ !  საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს  ემუქრება უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება (პრაქტიკულად ეს ხალხი უკვე უსახლკაროა)!

    შექმნილი სიტუაციის მიზეზ–შედეგობრივი არსი მდგომარეობს შემდეგში:  ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, 1991 წლის დასაწყისში, საქართველოს შემნახველ ბანკებში არსებული  ფულადი სახსრები სსრკ სახელმწიფო ბანკის ანგარიშზე აღმოჩნდა. ბანკის აქტივები ფაქტიურად ფულადი მასის უზრუნველყოფის გარეშე დარჩა.

ამას მოსკოვიდან კურირებდა შევარდნაძე. 1992 წელს მისი დაბრუნების შემდეგ მოხდა აღნიშნული ფინანსური რესურსების მობილიზება–გათეთრება,  თუ როგორ?  მოგახსენებთ;

   სახელმწიფო მეთაურის 1992 წლის 22 ივლისის N 124 ბრძანებულების თანახმად მოსახლეობის ანაბარზე შეტანილი თანხები ერთ წელიწადში უნდა გაორმაგებულიყო.  მოსახლეობის უმრავლესობამ დაიჯერა  სახელმწიფოს მიერ გაცემული და საკანონმდებლო ნორმებით გამყარებული პირობა და  ანაბარი ხელახლა მიანდეს სახელმწიფოს.

1992 წლის განმავლობაში მოხდა ნაღდი ფულის ტრანსპორტირება საჰაერო და სახმელეთო გზით რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და სხვაგან.  ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი იყო შევარდნაძე და მისი ნდობითაღჭურვილი ვიწრო გარემოცვა. (თითქმის ყველამათგანის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია) . ამ თანხებით მოხდა უდიდესი რუსული სამრეწველო–საწარმოების შეძენა.

   შემდგომ წლებში, კერძოდ 1993 წლის აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ დაიწყო, თითქოსდა უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციებიდან კაპიტალის შემოდინება. 1992–93 წლებში ეროვნული ბანკიდან საკრედიტო  რესურსების დიდი ოდენობით გამოტანასა და მითვისებაში უზარმაზარი წვლილი მიუძღვის  ე.წ.  "ერთჯერად კერძო ბანკებს" რომლებიც იქმნებოდნენ კრედიტის ასაღებად და ლიკვიდაციას ახდენდნენ კრედიტის აღებისთანავე! ამ პერიოდისათვის სულ რეგისტრირებულია  87 ასეთი კომერციული სუბიექტი.  ეს ბანკები კრედიტებს უხდიდნენ საკუთარ თავს. შიქმნა აგეთვე მსხვილი კომერციული ბანკები:

    1992 წელს "თიბისი ბანკი",  სსრკ აგრომრეწვბანკის ბაზაზე – "სახალხო ბანკი", 1994 წლის 21 ოქტომბერს სსრკ ბინსოცბანკის ბაზაზე – "საქართველოს ბანკი", 1995 წელს სსრკ შემნახველი ბანკის სამართალმემკვიდრე გახდა – "გაერთიანებული ქართული ბანკი" (შემნახველი ბანკი, ექსიმბანკი, ინდრუსტრია ბანკი)  ჩხარტიშვილი–სიორიძე. უკრაინა– "ტაოპრივატბანკი" გია კაპანაძე (მხედრიონელი, მეტსახელად "რიჟა"), 2005 წლიდან  "გაერთიანებული ქართული ბანკი" გარდაქმნა "VTB" (ვნეშტორბანკად). აგრეთვე რამოდენიმე ბანკი, რომელთა ჩამოთვლაშიც  ამჟამად თავს შევიკავებთ.

    რომ არ მომხდარიყო ქვეყნის საზ–ბრავი პროდუქტის შექმნა, ქვეყნის სამეცნიერო – სამრეწველო  და სხვა პოტენციალის აღმავლობა და განვითარება, უნდა შქმნილიყო მაფიოზურ–კლანური მართველობის სისტემა.  ამ სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" შექმნით!

    მოქალაქეთა კავშირის ძველმა და ახალმა თაობამ (საშუალო თაობა უფუნქციოდ დატოვა), საფინანსო სამრეწველო ლიკვიდურობის (მსყიდველობითი უნარის) მოსპობის მიზნით, მოახდინეს მრავალი საწარმოსა და ფაბრიკა–ქარხნების ხელოვნური გაკოტრება და მათი ჯართად გაყიდვა. 1992 წელს შემოღებული კუპონით, რომლის კურსი იყო  1 მანეთი– 1 კუპონი, ხოლო ერთი წლის შემდეგ 1 მლნ–1 რუბლი,  მთლიანად მოშალეს ქვეყნის  სახელმწიფოებრივი საფუძველი.

    უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უცხოეთს მიაშურა, აქ დარჩენილმა ნაწილმა კი ქონება ბანკებს და მათ მიერ გამოჩეკილ ფინანსურ– მაქინატირთა ჯგუფს დებეტად ჩაუდეს უზრუნველყოფაში.

    შემდგომი იყო ვაუჩერიზაცია, პრივატიზაცია. ბანკები და მოსახლეობა დაყვეს სამ კატეგორიად, "ჩემი", "შენი" და "სხვისი".   –"ჩემი" ბანკები, ხელოვნურად ვითომდა "გააკოტრეს" , მათი მეპაიეების, აქციონერების,და მეანაბრეების გასტუმრება მოხდა მოსკოვიდან კარგად ცნობილი რამდენიმე ბანკის მეშვეობით. (ჯერჯერობით აქაც თავს შევიკავებთ დასახელებისათვის). ამ ყველაფერს გადააყოლეს რამოდენიმე პიროვნება, ერთ–ერთი იყო დემურ დვალიშვილი. დაამთავრეს რა ქვეყნის დაქცევა–პრიხვატიზაცია 1996 წლის დასაწყისში შემოვიდა ეროვნული ვალუტა–ლარი.  ამის შემდეგ ბანკებმა იმის მაგივრად, რომ განეხორციელებინად თავიაანთი ფუნქციები, კერძოდ ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური ბაზისის შექმნა–განვითარება,  ხელი მიჰყვეს ბანკისთვის მიუღებელ ფორმას, ე.წ. "მევახშეობას",  რაც გამოიხატება გადამცვლელ სავალუტო პუნქტების, ლომბარდების, კერძო იპოთეკარების,  მიკრო საფინანსო ორგანიზაციების  ჩამოყალიბება–შექმნაში. ამან გამოიწვია მოსახლეობის 90% –ის ფინანსური დამოკიდებულება სამთავრობო რეჟიმების წინაშე. 

   ჩვენ მიგვაჩნია, რომ 1992 წლიდან ჩამოყალიბებულ კომუნისტურ  კლეპტოკრატიულ – მაფიოზური მმარტველობით კლანური სისტემის მიერ, ჩამოყალიბებული მოსახლეობის ძარცვის ფორმა დღემდე გრძელდება!

   ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსახლეობას  ვალი გასტუმრებული აქვს!

   მოვითხოვთ:

 1. მოხდეს ბანკებისა და იპოთეკით დაზარალებულების "ვალებიდან" განთავისუფლება –––  არც ერთი ოჯახი უსახლკაროდ! ! ! –––– 

 2. სასწრაფოდ შეჩერდეს გამოსახლებები.

 3. ხელისუფლება მივიდეს იმ აზრზე, რომ სესხის წლიური პროცენტი შეადგენდეს  1–3%, რითაც მოვახერხებთ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის მიღებას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: