ცოტნე გამსახურდია:-"გეყოფათ ტირილი ჯოჯოხეთზე საქართველოში, ეს უნდა დამთავრდეს!..."

ცოტნე გამსახურდია:-"გეყოფათ ტირილი ჯოჯოხეთზე საქართველოში, ეს უნდა დამთავრდეს!..."

   ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა და ვრცელი კომენტარიც მიუძღვნა კრიმინოგენულ ვითარებას, გამსახურდიამ ამ ყველაფერში ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა  და იმ ფაქტებზე ისაუბრა, რაც ციხეში ყოფნის პოერიოდში შეემთხვეა,  რაც მან საკუთარი თვალით ნახა.

   ცოტნე გმსახურდიას თქმით ციხეში "მინი ბიზნესი"არსებობდა ადმინისტრაციასა და მსჯავრდებულებს შორის,პატიმრები ერთმანეთს ჰყიდნენ ელემენტალური ყოფითი საშუალებების გამო. გამსახურიდა ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ცემით და ძალადობით ადამიანი არასდროს შეიცვლება და პირიქით, მასში კიდევ უფრო დიდი აგრესია ჩასახლდება.

   ივერიონი ცოტნე გამსახურდიას კომენტარს უცვლელად გთავაზობთ.

 

   -"ნაციანალური, გნებავთ - ნაციონალური, ლოგიკის შედევრები:

დაჩი დარჩიას მკვლელი ეკა ბესელიას სიით ამნისტირებულია;

ლაშა მახარაძის მკვლელს, გიორგი ოქროპირიძეს მანანა კობახიძე იცავდა, ლაპარაკობდა მის სასტიკ წამებაზე და შემდეგ მარგველაშვილმა შეიწყალა;

ადრე ნაკლები კრიმინალი ხდებოდა;

მკვლელები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ, ორი აზრი არ არსებობს! მაგრამ, თუ ნაცრეჟიმის დროს არ ხდებოდა დანაშაული, როგორღა ვიყავით პატიმრების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილას?! ხომ არ მიუთითებს ეს პარადოქსი უნებლიე აღიარებაზე იმისა, რომ არ იყო დანაშაული, მაგრამ იყვნენ პატიმრები? ანუ, მრავალი უდანაშაულოდ იჯდა ციხეში?!

რაც შეეხება თავად ციხეს: პირადად მე ციხეში რომ მოვხვდი თითქმის 34 წლისა გახლდით. ბევრჯერ მიფიქრია, ცოტა უმცროსი და ნაკლებად მდგრადი ფსიქიკის პატრონი რომ ვყოფილიყავი, არ მქონოდა ჩამოყალიბებული ცხოვრებისეული შეხედულებები, სამუდამოდ, დიახ, სამუდამოდ შემძულდებოდნენ ადამიანები! არ გეგონოთ მხოლოდ თანამშრომლებზე ვამბობდე ამას. პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფერს კადრულობდა პირადი კეთილდღეობისათვის: ყიდდენ ერთიმეორეს შუშის ჭიქების, სანთებელების, საძილე წამლების თუ ელემენტარული ყოფითი საშუალებების მისაღებად! მაგალითად, ზამთარში თბილი ტანსაცმლის შემოგზავნაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა და სავაჭრო პოზიცია იყო ადმინისტრაციის მხრიდან. ან რამდენჯერ ყოფილა: ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია, შემდეგ ის წაუყვანიათ ადმინისტრაციაში და უთქვამთ: რადგან შენ დაგეხმარა, ე.ი. პატივს გცემს, მიდი და პროვოკაცია მოუწყვე, ან მასზე ინფორმაცია მოგვიტანეო. ესენიც ცდილობდენ... იმ წლების შემდეგ, იუდას ძვირს კაცი ვეღარ მათქმევინებს - იქაურ კონტიგენტთან შედარებით... დიახ, "საშუალოსტატისტიკურ" ქართველზე არც იქამდე მქონდა ილუზიები, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ собака бывает кусачей только от жизни собачей...

გინახავთ ქართულ ციხეში რესოციალიზებული ადამიანი? გსმენიათ წამებითა და ცემით გამოსწორებული, სწორ გზაზე დამდგარი ადამიანების შესახებ?! რას მოელოდით მათგან, ვისაც მათრახისა და არსებობისთვის უწესო ბრძოლის მეტი არა უნახავს ან უსწავლია რა?

ეს მკვლელობები სწორედ იმ სოციალური კოლაფსის შედეგია, რაც ასობით ათასი ადამიანის დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად ჯოჯოხეთის ჯურღმულებში ჩაკეტვამ მოიტანა! ეს სისხლიც სწორედ იმ პროკურორების, მოსამართლეების, ციხის თანამშრომლების და პოლიტიკოსების კისერზეა, დღეს რომ მანტიამოსხმულნი გვმოძღვრავენ უცხოეთიდან.

   ადრე თუ გვიან ეს ცვლილება უნდა დაიწყოს. დღეს ციხე აღარაა საშიში, თუმც შენარჩუნებული აქვს მასაში გარკვეული რომანტიული ორეოლი. ამ ორეოლს მიშას დროს იქ გამეფებული ტერორი აბალანსებდა.დღეს ახალმა ხელისუფლებამ ან უნდა გააგრძელოს წამების, გამოძალვის, ტერორის სახელმწიფო პოლიტიკა, ან ოდესმე უნდა დავიწყოთ ახალი ფურცლიდან: ცივილიზებული მიდგომებით, გააზრებული სტრატეგიითა და პროგრამებით, გამკაცრებული პოლიციური ღონისძიებების ფონზე, რასაც ამ ეტაპზე საზოგადოებაც მიესალმება...

   წამებამ, ტერორმა ადამიანების სოციალურ აღზრდას, საჭირო უნარ-ჩვევების, ემოციური ინტელექტის განვითარებას უნდა დაუთმოს ადგილი. 

   გეყოფათ ტირილი ჯოჯოხეთზე, ვისაც ძალიან უნდა, შეუძლია პერსონალურად მიბრძანდეს შესაბამის ქვეყანაში! საქართველოში ეს უნდა დამთავრდეს..."

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: