დავით ნარმანია: უახლოეს დღეებში ახალი ბაღის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი!
ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერი ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორებს შეხვდნენ.
მერის თქმით, 8 სექტემბერს თბილისის 159 ბაგა-ბაღი 50 000 -მდე აღსაზრდელს მიიღებს. "ბოლო ერთი თვის განმავლობაში, აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ადგილების მოძიება 3 000 ბავშვისთვის. გრძელდება მუშაობა დამატებითი სივრცის მოძიებაზე, რათა სწრაფად ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და მომდევნო სემესტრიდან რამდენიმე ათასი ადგილი კიდევ დაემატოს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში საფუძველი ჩაეყრება ახალი ბაღის მშენებლობას, მომდევნო წლისთვის კი რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობა იგეგმება.