კობა სუბელიანი:-"გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე"
"ნაციონალური მოძრაობა" შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში კობა სუბელიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა.
-"ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას ამნისტიის შესახებ, როცა ინდივიდუალური განხილვის გარეშე დამნაშავეები ქუჩაში გამოუშვეს, ვაფრთხილებდით იმაზეც, რომ შევარდნაძისეული კადრების დაბრუნება არ შეიძლებოდა შს სამინისტროში. ვაფრთხილებდით, რომ ქურდულ სამყაროსთან ასეთი ურთიერთობა და სტატისტიკის გაყალბება ისეთ შედეგს მოიტანდა, რაც დღეს გვაქვს სახეზე.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადააყენოს შს მინისტრი. ქუჩაში დადგმული რეიდები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. ვურჩევთ მთავრობას დააბრუნონ პროფესიონალები და მოუსმინონ მოქალაქეებს"-განაცხადა სუბელიანმა.