ვახტანგ ჟორდანია:-"არჩევნები ვადამდელი იქნება თუ ვადაზე დანიშნული, ამ ორივე პარტიას აქვს შანსი- ნული"

ვახტანგ ჟორდანია:-"არჩევნები ვადამდელი იქნება თუ ვადაზე დანიშნული, ამ ორივე პარტიას აქვს შანსი- ნული"

   ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა სულ უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდება. საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაინც ვერაფერს შეცვლის, ნაწილს კი ეს პროცესი ქვეყნის ხსნად მიაჩნია.

   აღნიშნულ საკითხზე "ივერიონს" თავისი მოსაზრება "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ვახტანგ ჟორდანიამ გაუზიარა:

 

   -"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ ვადაზე დანიშნული, ვერც "ქართული ოცნება" მოიგებს და მითუმეტეს ვერც "ნაციონალური მოძრაობა". თვითმმართველობის არჩევნებმა ამის ნათელი მაგალითი გვიჩვენა, ხალხმა გამოხატა პროტესტი იმით, რომ არ მივიდა არჩევნებზე, შემდგომი პროტესტი იქნება ძალიან მძიმე და მწარე. ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება თუ არ იქნა ხალხის პროტესტი, ხალხი კი გამოვა, თვითონ გამოვა, არ სჭირდება ლიდერი, არავის დაძახება არ დასჭირდება, რადგან ხალხი პიკზეა მისული.

   მე ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, რომლებიც დანის პირზე დადიან, ზღვარზე არიან და იმის გარჩევა აღარ იქნება, ვის რა სარგებელი მოუტანა ამა თუ იმ ძალის მოსვლამ, აი, ლიდერი მერე იმ ხალხში გამოიკვეთება. საქართველოში ასე ხდება-რაღაც პერიოდი პოლიტიკური ტემპერატურა დაწეულია, მერე, თუ ერთი ავარდა ტემპერატურა, ქუჩაში გამოდის თითქმის ნახევარი საქართველო, აი, ეს თუ მოხდა და ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ისე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, ან როგორც ლევან გაჩეჩილაძის დროს იყო, მაშინ ამ ორივე პარტიას აქვს შანსი- ნული.

   ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები კიდევ უფრო გატეხავს ქვეყანას წელში, მაგრამ თუ არ დარეგულირდა დღეს არსებული სიტუაცია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: