ნიკიტა მარშუნოკი:-"სიტყვებისთვის "დაბალი ხარისხი" მინისტრს პასუხის გაცემა მოიწევს და ვაძლევთ ბოდიშის მოხდის უფლებას"

ნიკიტა მარშუნოკი:-"სიტყვებისთვის  "დაბალი ხარისხი" მინისტრს პასუხის გაცემა მოიწევს და ვაძლევთ ბოდიშის მოხდის უფლებას"

   "კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი" ნიკიტა მარშუნოკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კომენტარს აკეთებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე:-"კაზანტიპი მდარე ხარისხი ფესტივალია, ვფიქრობ, ბევრი შესაძლებლობები გვაქვს, რომ ანაკლიაში უფრო ხარისხიანი ფესტივალები ჩავატაროთ, ვიდრე "კაზანტიპია" და ამბობს, რომ არ შეეძლო ეს "სასაცილო განცხადება ყურადღების გარეშე დაეტოვებინა".

 

   -"ძალიან მთხოვენ კომენტარი გავაკეთო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ამ განცხადებაზე: 

   როგორც "კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი", მე არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადება სასაცილოა. პირველ რიგში, ჩვენ არ ვართ "ფესტივალი", ჩვენ ვართ დამოუკიდებელი რესპუბლიკა. მე ვთხოვ გაითვალისწინოს ეს ფაქტი და შეურაცხყოფა არ მიაყენოს დიდი კაზანტიპის ხალხს. მაშინაც კი, თუ ჩამოშორდება სიტყვა "ფესტივალი", ჩვენ ვხედავთ როგორ აფასებს ჩვენს რესპუბლიკას. სიტყვებისთვის  "დაბალი ხარისხი" მინისტრს პასუხის გაცემა მოიწევს.

 

   მაინტერესებს, თქვენ, რა მაჩვენებლებს გულისხმობთ და საიდან გაქვთ ეს წარმოდგენა და ცოდნა რესპუბლიკაზე, ვინც არ დასწრებიხართ?

 

   იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი, არსებობს სერიოზული ეჭვები. მაგრამ ჩვენ მაინც მზად ვართ დაგეხმაროთ.

 

   მხოლოდ საქართველოს პატივისცემის გამო გაძლევთ ბოდიშის მოხდის უფლებას დიდი კაზანტიპის ხალხის წინაშე და განიხილება, რომ ინციდენტი ამოწურულია."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: