ირმა ინაშვილი ვახტანგ ხარჩილავას:-""ბოდიში" არაა საკმარისი"
როგორც უკვე ცნობილია, "საერთო გაზეთმა" ირმა ინაშვილს, დავით თარხან-მოურავს, ჟურნალისტებს _ ნინო ჯღარკავას, ირაკლი მანაგაძეს, ილია ჩაჩიბაიას საჯაროდ მიმართა და ბოდიში მოუხადა.
ირმა ინაშვილი გაზეთის რედაქტორს ვახტანგ ხარჩილავას სოციალური ქსელით პასუხობს:
-"ვახტანგ ხარჩილავამ, როგორც გაზეთის რედაქტორმა, ცოტა ხნის წინ საჯარო ბოდიში მოგვიხადა. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე, ირმა ინაშვილი, ამ ბოდიშს არ ვიღებ, ხვალ კონსულტაციას გავივლი ირმა ჭკადუასთან, ჩემს მეგობართან, ცნობილ ადვოკატთან და ჩემი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სასამართლოში შევიტან სარჩელს,- გაზეთისა და მისი მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ. ეს უნდა იყოს პრეცენდენტი, რომ "ბოდიში" არაა საკმარისი, როცა ადამიანს უზარმაზარი მოცულობის ზიანს მიაყენებ. ველოდები, რომ ჩემი კოლეგა ელისო კილაძე ორშაბათს მიმართავს ექსპერტიზის ბიუროს და დაადასტურებს, რომ ბედუკაძესთან მიმოწერა ფალსიფიცირებულია. ფალსიფიცირებული მიმოწერის გავრცელება ორმაგი დანაშაულია. წარმატებებს ვუსურვებ ყველა პატიოსან ჟურნალისტს იმ მძიმე გზაზე, რასაც ქართული ჟურნალისტიკა ჰქვია, ხოლო ჩემი ცხოვრება უსაზღვროდ რომ გართულდებოდა 2012 წლის სექტემბრის მერე (როცა ციხის კადრები გავავრცელე), ეს მე ისედაც ვიცოდი, ამიტომ მზად ვიყავი უამრავი ტკივილის მოყენებისათვის, რასაც ახლა მაყენებენ".