ლევან იზორია: სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებენ!
რეიდებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ლევან იზორიას განცხადებით, ეს არ არის რეიდები, ეს არის მხოლოდ საპოლიციო შემოწმებები.
მისი თქმით, სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
"ღონისძიება, როგორც სხვა საპოლიციო ღონისძიებები, რომელიც ასახულია პოლიციის შესახებ კანონში, ემსახურება, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს, ანუ მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეთა დაცვის მიზნით თავიდან იქნეს ყველანაირი დანაშაული და სამართალდარღვევა აცილებული და ერთ-ერთი მათ შორის, ამ საპოლიციო ღონისძებებში გახლავთ სწორედ სპეციალური საპოლიციო კონტროლი",- განაცხადა იზორიამ.