გამოეყოფა თუ არა უშიშროების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს?!

გამოეყოფა თუ არა უშიშროების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს?!

   შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფაზე საუბარი არ მიმდინარეობს, -განცხადება  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.


   იზორიას განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არარეალურია.

  "ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არარეალურია. საკონსტიტუციო კომისიას აქვს დიდი დრო მუშაობისთვის, თუ ამ ეტაპზე დაიწყო მსჯელობა, დისკუსია, არ ნიშნავს, რომ ამავე ეტაპზე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, კომისიას აქვს მსჯელობისთვის გარკვეული დრო", - განაცხადა ლევან იზორიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: