"პიკასოს კლუბი" და "ნოვატორები" "ქართულ ოცნებას" დანაპირებს ახსენებენ-აქცია კანცელარიასთან
დღეს, საქართველოს კანცელარიასთან "პიკასოს კლუბმა", რომლის ხელმძღვანელი აჩიკო ხარბედიანია და ორგანიზაციამ "ნოვატორები", ხელმძღვანელი ვაკო ფაჟავა აქცია გამართეს.
ორგანიზაციებს აქცია ცალ-ცალკე ჰქონდათ დაანონსებული, თუმცა ვაკო ფაჟავას თქმით, მათი აქციები დაემთხვა ერთმანეთს და როგორც "ივერიონთან" საუბარში განაცხადა, რადგან მოთხოვნებიც საერთო იყო, ამიტომ აქციის ერთობლივად გამართვა გადაწყვიტეს.
-"ჩვენი და მათი მოთხოვნა იყო შშმპ პირების უფლელების დაცვა, პენსიონერებისათვის დაპირებული შემწეობის გაზრდა და საერთოთ ყველა იმ დაპირების შესრულება, რაც "ქართულმა ოცნებამ" გასცა უმრავლესობაში მოსვლამდე ანუ მთავრობაში მოსვლამდე...
ჩვენ ასევე ვითხოვდით კაზინოებისა და სლოტ კლუბების ქალაქგარეთ გატანას, რომელმაც ათასობით ადამიანი დაღუპვის პირამდე მიიყვანა და რომლითაც ეკონომიკის სამინისტრო ანუ "ხადურ ხადურა" და სხვა დნარჩენები პირად ცხოვრებას იწყობენ უმარავი გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე!"-განაცხადა ფაჟავამ ჩვენთან საუბარში.