გოგა ონიანი:-"სანამ მაყურებლებს მიჰყავთ ,, პალაჟენია" ციხეებში, ქვეყანაში კრიმინალის ზრდა ვერ შეჩერდება"

გოგა ონიანი:-"სანამ მაყურებლებს მიჰყავთ ,, პალაჟენია" ციხეებში, ქვეყანაში კრიმინალის ზრდა ვერ შეჩერდება"

   ამ ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა საზოგადოების უკმაყოფილება პოლიციელების მიმართ. მოქალაქეები სამართალდამცავებს უხეშობასა და ცუდად მოპყრობაში ადანაშაულებენ. ინტერნეტ-სივრცეში ასეთი კონფლიქტების ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა. 

   რატომ იქცევა პოლიცია ხალხთან ასე უხეშად? ამ კითხვაზე პასუხისას ადვოკატი გოგა ონიანი ივერიონთან საუბარში ამბობს:

   -"ეს არის იმ პანიკის გამოხატულება, რაც  ხელისუფლებაში სუფელვს. ვინ ვინ და მათ ზუსტად იციან საქართველოში კრიმინალის გააქტიურების შესახებ, მაგრამ გზა, რომელიც აირჩიეს აშკარად მცდარი და დამღუპველია. საზოგადოების წესიერ წარმომადგენლებში დათესო პოლიციის შიში, ეს არის უდიდესი შეცდომა და ერთი მეასედითაც კი არ ამცირებს კრიმინალს, ერთადერთი ,,შედეგი" რაც შეიძლება ამ რეიდებმა გამოიწვიოს არის პოლიციის რეიტინგის დაცემა საზოგადოებაში და ნდობის გაქრობა.

მოქალაქე აღარ მივა და აღარ განაცხადებს მომხდარი დანაშაულის შესახებ, ალბათ ხელისუფლების მიზანიც ეს არის.

   -ამბობთ, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება?

   -მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პანიკის პირობებში სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, ამ დროს ყველაფერი სასჯელაღსრულების სისტემიდან არის დასაწყები. სანამ მაყურებლებს მიყავთ ,, პალაჟენია" ციხეებში, ქვეყანაში კრიმინალის ზრდა ვერ შეჩერდება.

   -საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. როგორ ფიქრობთ, შეცვლის არსებულ სიტუაციას ჭიკაიძის გადადგომა?

   -პრობლემას ჭიკაიძის გადადგომა ვერ უშველის, სანამ ხელისუფლების მიდგომა არ შეიცვლება და პრივილეგირებული პატიმრები არ ჩადგებიან ჩვეულებრივ პირობებში. აქ ჩიკაიძე და მისი უნარები მცირე როლს თამაშობს, თუმცა მას შეეძლო მცდელობა მაინც ჰქონოდა კრიმინალის წინააღმდეგ რეალურად გალაშქრების.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: