"მშიერი ხალხის მართვა და კონტროლი უფრო ადვილია"
ხუთი სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს ეკონომიკური რეაბილიტაციის ცენტრის ბაზაზე "უმუშევართა დასაქმების სააგენტომ", რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრას.
სააგენტოს განცხადებას სხვადასხვა გამოხმაურება მოჰყვა, ზოგს მოეწონა და დასაქმების იმედი გაუჩნდა, ზოგმა უბრალო თამაშად და გართობად ჩათვალა, ზოგი კი საკმაოდ უარყოფითად განეწყო.
სააგენტოს განცხადება ჩვენს სააგენტოზეც გამოქვეყნდა და 6057 ადამიანმა იხილა.
დღეს "უმუშევართა დასაქმების სააგენტო" ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:
-"ეს ბოლო რამოდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს საინფოემაციო საშუალებებით ჩვენი ინიციატივის წინაამღდეგ აგიტაცია პროპაგანდა რატომღაც არ უნდათ ხალხის დასაქმებაზე საუბარი და ათას სულელურ ბრალდებას გვიყენებენ და ღიად აცხადებენ, რომ თურმე მორიგ აფიორას ვანხორციელებთ. გაუგებარია პირდაპირ, თუმცა ერთი კია მშიერი ხალხის მართვა და კონტროლი უფრო ადვილია.
ალბათ მაგიტომ არ სურთ ამ თემის წამოწევა...
მათი ბინძური ბრალდებები, რამოდენიმე მიზანს ემსახურება: 1)ხალხში დათესონ უნდობლობის სინდრომი
2)დასაქმების მსურველებმა არ გაიარონ რეგისტრაცია ჩვენთან და მათ არ მიეცეთ, თუნდაც მათ მიერ გაღებული 1ლარის სანაცვლოდ დასაქმების შანსი
3)ხელუხლებლად დატოვონ ის სიტუაცია, რაც დღემდე არი დასაქმების კუთხით.
დასკვნა იგივეა: მშიერი ხალხის მართვა და კონტროლი უფრო ადვილია.
ჩვენმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე გაასაჯაროვოს ყველა ის ფინანსური დოკუმენტი, რაც სააგენტოს საქმიანობასთანაა დაკავშირებული და ამით უფრო გამჭვირვალე გახადოს ჩვენი საქმიანობა, თუმცაღა ამას არც ერთი კანონი არ გვავალდებულებს, გამოქვეყნდება აგრეთვე ყველა ის ანგარიშფაქტურა (ინვოისი) რომელიც მოწოდებული იქნება სატელეფონო ოპერატორების მხრიდან, სადაც თითოეული განხორციელებული ზარი იქნება აღნუსხული. აგრეთვე ხალხის წინაშე წარვსდგებით საერთო ანგარიშით და გამოვაქვეყნებთ ამ ადამიანების სურვილის მიხედვით, იმ დროისთვის უკვე დასაქმებულთა სიას, წარვადგენთ სამომავლო გეგმას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოველივე ეს უფრო გამჭვირვალეს და სანდოს გახდის ჩვენ საქმიანობას.კითხვები ეგრეთწოდებული აფიორის შესახებ, რომელსაც დღეს ხარბათ ავრცელებენ ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებები, აღარ იქნება ოლიმპიური სიმშვიდით ვაგრძელებთ საქმის კეთებას, რასაც ხალხის დასაქმება ჰქვია, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს.
ასევე გამოვდივართ ინიციატივით და აქვე მივმართავთ ყველა იმ მაკონტროლებელ ორგანოს (შემოსავლების სამსახური, ფინანსური პოლიცია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პროკურატურა ) ვისაც დაინტერესება და სურვილი ექნება ჩვენთან ერთად გაიაროს 5 ოქტომბერს ყველა ის საკითხი რაც საზოგადოებაში ეჭვი იწვევს და ასეთი განსჯის საგანი გახდა. მოდოთ ერთობლივი ძალებითა და თანამშრომლობით უფრო მეტი გამჭვირვალეობა შევძინოთ, ამ საქმეს და ამით ერთად ვიზრუნოთ ხალხის რეალურ დასაქმებაზე.
პატივისცემით იოსებ ღვარძელაშვილი
P.S. "ივერიონის" რედაქციაში არაერთი კითხვაა შემოსული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ფასიანი ზარის თაობაზე. მკითხველთა ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით სააგენტოს ხელმძღვანელობას და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ მათ პასუხებს.