"სამართალდამცველმა ხელი გამარტყა და სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა"-აქცია კოჯორში ინციდენტით დასრულდა

"სამართალდამცველმა ხელი გამარტყა და სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა"-აქცია კოჯორში ინციდენტით დასრულდა

   დღეს 12:00 საათზე, კოჯრის ცენტრში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საპროტესტო აქცია კოჯრის გამგებლის, გიორგი მარღიშვილის თანამდებობაზე დატოვების მოთხოვნით! 

   აქცია დასრულდა, თუმცა მოსახლეობა დაშლას ჯერ კიდევ არ აპირებს. ამ წუთებში "ივერიონს" აქციის ორგანიზატორი ოთარ ბექაური დაუკავშირდა და განაცხადა:

 

   -"აქციის მსვლელობის დროს შევნიშნე, რომ ახლოს იდგა მწვანე ემელის ჯიპი, საიდანაც გვიღებდნენ. მივედი მანქანასთან, რომლიდანაც მაშინვე გადმოხტა სამართალდამცველი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, ხელი გამარტყა. მან მითხრა, რომ მე სადღაც ვრეკავდი და მანქანის ნომერს გადავცემდი, რას არ იყო მართალი. მოხდა დაპირისპირება, ჩაერია მოსახლეობა. სამართალდამცველი დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით"-განაცხადა ბექაურმა.

 

  შეგახსენებთ, რომ  გუშინ აქციის ორგანიზატორმა ოთარ ბექაურმა ივერიონთან საუბრისას განაცხადა-"ადგილობრივი არჩევნების დროს აქ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ახლა კი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გიორი მარგიშვილი წავიდეს და მთავრობის ახალი გუნდი მოვიდეს, ამიტომ აგრძნობინებენ გამგებელს დაწეროს განცხადება და საკუთარი ნებით წავიდეს.

   თუ ჩვენს ლეგიტიმურ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავთ".

   

   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: