თიკო მჟავანაძე: ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!

თიკო მჟავანაძე: ინგა გრიგოლიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ!

„ივერიონმა“ ინგა გრიგოლიას ფეისბუქსტატუსზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თიკო მჟავანაძემ ინგა გრიგოლიას თითქოს უყვირა, ხოლო, მის პროდიუსერს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრა.


აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით „ივერიონი“ თაკო მჟავანაძეს დაუკავშირდა. მან კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და დაგვაიმედა, რომ თუ ოფიციალური კომენტარის გაკეთებას მოისურვებდა, პირველი ჩვენ შეგვატყობინებდა.


არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მჟავანაძის კატეგორიული უარი გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია გრიგოლიას მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს იყოს.

 

სიცხადისთვის „ივერიონი“ გთავაზობთ ინგა გრიგოლიას დამატებით ფეისბუქსტატუსს.


„როგორც მითხრეს,ჩემს პროდუსერებთან აკაჩავებთ პრავებს ამჟამად და ეგებ ჩენთან წაგეკაჩავებინათ???, რა ხდება, აბა, გისმენთ“.

 

თაზო ბენიძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: