სოსო მანჯავიძე:-"სოციალური ქსელი არ არის ურთიერთობის გარკვევის ადგილი"

სოსო მანჯავიძე:-"სოციალური ქსელი არ არის ურთიერთობის გარკვევის ადგილი"

   თბილისის საკრებულოს წევრი, სოსო მანჯავიძე ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ მოცლენებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:

 

   -"როგორიც არ უნდა იყოს ჩემი პირადი წყენა,მინდა ვთქვა,რომ დავით თარხან–მოურავს და ირმა ინაშვილს დიდ პატივს ვცემ იმ ღვაწლისათვის, რომელიც მათ აქვთ ქვეყნის წინაშე და,განსაკუთრებით,სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის საქმეში.

ამ ბრძოლაში ჩემი ძალები არც მე დამიშურებია.

   ადამიანს თუ არ ეთანხმები,ეს არ ნიშნავს,რომ მას პატივს არ სცემ,მითუმეტეს,რომ მისი მტერი ხარ. მე ბატონი დავითის და ირმას ზნეობაში და პატრიოტიზმში ეჭვი არ მეპარება და, იმედი მაქვს, ისინი კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებენ. ასეთივე განწყობით ვიყავი და ვარ მეც.

   რაც შეეხება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს", მას მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

   არაკეთილმოსურნეებს,ვინც ამ კონფლიქტში ჩემს მიმართ აგრესიის გამოვლენის საფუძველი დაინახა,შეურაცხყოფა იკადრა და მაკადრა, შევახსენებ, რომ სოციალური ქსელი არ არის ურთიერთობის გარკვევის ადგილი და საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ პირადად გაარკვიონ ჩემთან, რისთვისაც ყოველთვის მზად ვარ".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: