რატომ ვერ დაიცავს "იუნესკო" თბილისს?

რატომ ვერ დაიცავს "იუნესკო" თბილისს?

თბილისი ვერ მოხვდა "იუნესკოს" მიერ დაცული ქალაქების სიაში. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია" ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ განაცხადა და რიყეზე მიმდინარე მშენებლობები გააპროტესტა.


მისი შეფასებით, ეს მშენებლობა თბილისს ისტორიულ იერ-სახეს უკარგავს და მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამის გამო თბილისი ვერ მოხვდა "იუნესკოს" მიერ დაცული ქალაქების სიაში.


"ეს არის საკამარისი მიზეზი იმისთვის, რომ მე მოვითხოვო ამ მშენებლობების შეჩერება. ამ პროექტებსა და მათ მშენებლობაში მრავალი მილიონი დაიხარჯა, რომელიც ფუჭად გადაყრილია თბილისის ბიუჯეტიდან", - აცხადებს ზაზა გაბუნია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: