რატომ ხვდება მაია ფანჯიკიძე გიორგი მარგგველაშვილს?

რატომ ხვდება მაია ფანჯიკიძე გიორგი მარგგველაშვილს?

   საგარეო საქმეთა მინისტრი  დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება.ნფორმაცია ამის შესახებ  ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.


  მისი  თქმით, ის  პრეზიდენტს საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.

   "არ ვიტყოდი, საგარეო სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია შორის დაძაბულობაა. ჩვენ გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობა მისი მრჩევლებისა და სხვა თანამშრომლების დონეზე, აგრეთვე უშიშროების საბჭოს მდივნის დონეზე და ვითარების გართულება არ მომხდარა არც გაერო-ს მიმართულებით. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ საქართველოს უმაღლესი პირები სად და როდის უნდა წავიდნენ, პირადად არ ვიღებ. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება,მე მხოლოდ მთავრობის წევრი გახლავართ.  ჩვენს კომუნიკაციას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ დღეს, დღის განმავლობაში მექნება პრეზიდენტთან შეხვედა და ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ  შედეგამდე მივალთ, "– განაცახდა ფანჯიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: