თენგიზ ფახალაძე: მარგველაშვილი ჯინიანი ბავშვი არ არის... ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს იმიჯს სერიოზულად დააზარალებს!

თენგიზ ფახალაძე: მარგველაშვილი ჯინიანი ბავშვი არ არის... ასეთი შეურაცხმყოფელი  განცხადებები საქართველოს იმიჯს სერიოზულად დააზარალებს!

   საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფახალაძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციის შეცვლა გაეროს სამიტთან დაკავშირებით, არ განიხილება. ამასთან, ფხალაძე აღნიშნულ საკითხზე გამოთქმულ მოსაზრებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები ქვეყნის იმიჯის წარმოჩენას ხელს არ უწყობს.

    "პოზიციის შეცვლაზე დღეს საუბარი არ ყოფილა.საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს საქართველოს წარმოდგენა. ნებისმიერი განცხადება, მით უმეტეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, არანაირად არ უწყობს ხელს არც ქვეყნის იმიჯის წარმოჩენას, მათ შორის არც საერთაშორისო არენაზე, იმიტომ რომ ნებისმიერ განცხადებას ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენი პარტნიორებიც, ამიტომ ეს არის სამუშაო პროცესი, რომელშიც არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას და მივცეთ საშუალება, რომ ეს საკითხები გადაიჭრას",-განაცხადა ფხალაძემ.

ცნობისათვის, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა საბოლოოდ დააფიქსირა, რომ გაეროს სამიტზე გაემგზავრება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ის ჯინიან ბავშვს შეადარა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: