გიორგი ბარამიძე: საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და ეს საკამათო არ უნდა იყოს!

გიორგი ბარამიძე: საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და ეს საკამათო არ უნდა იყოს!

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს დელეგაციას გაეროს ასამბლეაზე  ქვეყნის პირველი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს .

 
   "კონსტიტუციაში ყველაფერი ნათელია, ყველაფერი არის გაწერილი და ძალიან მკაფიოდ და ნათლად წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მეთაური და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ამავდროულად წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.

  აშკარაა, რომ ისედაც უნიათო და არაკომპეტენტური მთავრობის შიგნით ამდენი დაპირისპირებაა ქვეყნისათვის არასაჭირო თემებზე, არა იმაზე, როგორ მოვაგვაროთ პრობლემები, არამედ იმაზე, რომ ვინ სად წავიდეს, ეს არის აბსოლუტურად არასწორი." - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გუშინ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, სადაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: