ირაკლი ჩიქოვანი: სახელმწიფო ინსტიტუტი მთავრობის კონკურენტი არ უნდა იყოს!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და უნდა, მას ხელი შეუშალოს, ეხმაურება და აღნიშნავს - აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია.
ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ან არჩეული პირი არ უნდა იყოს მთავრობის კონკურენტი, ვინაიდან ეს გუნდი არის ზუსტად ის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება და ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში.
"მე მივიჩნევ, რომ აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია და ამან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა დეპუტატმა.