ირინა სარიშვილი:-"რით ვეღარ დაასრულეთ ეს კოაბიტაცია?!!! ისე არ მოხდეს, რომ ნაცებმა დაგისრულონ!!!"
პარტია "იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მყოფ პირებს სოციალური ქსელით მიმართავს:
-"რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია... მეოცნებეებო, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა ჯერ კოაბიტაცია მოიგონეთ, შემდეგ კი ამ კოაბიტაციის დასრულებაზე ლაპარაკობთ!!! მიმოიხედეთ, ნაცების მოკავშირეები დღეს ოპოზიციაში კი არა, საპარლამენტო უმრავლესობაში, მთავრობაში, სასამართლოში, თქვენს მიერ დასაქმებულთა არმიაში გყავთ!!! რა გჭირთ, რით ვეღარ დაასრულეთ ეს კოაბიტაცია?!!! ისე არ მოხდეს, რომ ნაცებმა დაგისრულონ!!! თან ისინი თქვენსავით მიდებ–მოდებას არ დაიწყებენ და ნამდვილად დაგისრულებენ!!! ქვეყანაზე რომ არ დარდობთ, ეგ უკვე ყველამ იცის, საკუთარ თავზე ზრუნვაც არ შეგიძლიათ?!! მე ჩემი თავის გამო შიში არ მალაპარაკებს! თქვენ იკითხეთ, თორემ ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლით არაფერი შეცვლილა!!!"(სტილი დაცულია)