პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში ჩაშლილია
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ, მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება. პრეზიდენტმა სპეციალური ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა. მარგველაშვილის განცხადებით, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებას, მისი განცხადებით, აშშ-ში ვიზიტი ჩაიშალა.
"ეს დაპირისპირება რაც იყო, სამწუხაროდ გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში. გუშინ მე მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან და გამიჩნდა განცდა, რომ ჩვენ მივდივართ სიტუაციის დალაგებისკენ, თუმცა, სამწუხაროდ მოხდა სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის გაერო-ში ვიზიტის საწინააღმდეგოდ. მუშაობის შედეგად ვიზიტი ჩაიშალა. ეს არის რეალურად არასწორი ნაბიჯი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ გადაიდგა". - განაცხადა პრეზიდენტმა