ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის გაეროში ვიზიტი აუცილებელია!
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის შეფასება მისთვის მნიშვნელოვანია. საუბრისას გაერო-ში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მისი წასვლა აუცილებელია.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება და მისი თითოეული სიტყვა. სამწუხაროა, რომ ისეთ მარტივ საკითხზე, როგორიცაა გაერო-ში გამზგავრება და ქვეყნის წარმოჩინება გახდა სპეკულაციების საგანი. მე ვკითხე ალიევს მიდიოდა თუ არა გაეროში და მითხრა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავ და აგზავნის საგარეო საქმთა მინისტრს. ვინაიდან მე თვეების განმავლობაში მქონდა დაგეგმილი არაერთი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრები და მე ვარ აღმასრულებელი ხლეისუფლების მეთარური, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ იქ წავიდე. მე ვფიქრობ საქმეზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენთან წლების განმავლობაში გადაუჭრელია. ჩემი მთავარი კონკურენტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაა. მე არ ვფიქრობ არც პრეზიდენტ მარგველშვილზე და არც სხვებზე. არავის კონკურენტად არ აღვიქვამ. სამწუხაროა, თუ ვინმე აღმიქვამს კონკურენტად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.