ანი ნადარეიშვილი:-" ვინ არის ბოლო-ბოლო დამნაშავე და ვისი მსხვერპლია ბატონი ჯოლოხავა?"

ანი ნადარეიშვილი:-" ვინ არის ბოლო-ბოლო დამნაშავე და ვისი მსხვერპლია ბატონი ჯოლოხავა?"

   ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი პროკურატურას გოდერძი ჯოლოხავას გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

 

   -"თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე საჯაროდ გამოვაქვეყნე ყოფილი პატიმრის გოდერძი ჯოლოხავას ვიდეო ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა მისივე მოთხოვნით ჩემთან ოფისში, სადაც იგი ღიად ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირებს (თეა წულუკიანს, არჩილ კბილაშვილს და ჟურნალისტ ირმა ინაშვილზე) მასზე განხორციელებული მუქარის და იძულების თაობაზე. პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება და მე და ჩემი ოფისის წევრები დაგვადანაშაულა ჯოლოხავას გატაცებაში და თითქოს დავემუქრეთ, რომ თუ არ იტყოდა იმას რაც თქვა, მაშინ რამოდენიმე წლის შემდეგ მოვუკლავდი შვილს (მანანა კობახიძის და ირმა ინაშვილის ტექსტები), მაგრამ როგორც კი საჯაროდ განვაცხადე, რომ მე გამაჩნია 38 წუთიანი ფარული ჩანაწერი, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს, თუ როგორ გვეძებდა ჯოლოხავა, როგორ მოგვძებნა და რომ მოვიდა და მოგვიყვა ისტორია, რომელიც მას გადახდა თავს. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების დაწყებისთანავე სამართალდამცავები შემომიცვივდნენ ოფისში და ვითომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს, როგორც კი საჯაროდ ფარული ჩანაწერის შესახებ გავაკეთე განცხადება, უმალვე გამოძიება შეჩერდა, არც კი დამიბარეს პროკურატურაში და არც კი დაინტერესებულან ამ ფარული ჩანაწერით, მაშინ, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები საჯაროდ ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ მე ანი ნადარეიშვილმა ბაჩოს დავალებით გავიტაცე და დავემუქრე ჯოლოხავას შვილის მოკვლით. 

 

   მე მაინტერესებს და მაქვს ამის სრული უფლება დავსვა კითხვა: ვინ არის ბოლო-ბოლო დამნაშავე და ვისი მსხვერპლია ბატონი ჯოლოხავა - ჩემი ანუ ანი ნადარეიშვილის, თუ წულუკიან-კბილაშვილ-ინაშვილის?!

 

   ... და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვისაც ძალიან საინტერესოა პასუხი ჩემს კითხვაზე!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: