გედევან ფოფხაძე:-"ჩვენ რომ "ვარდების რევოლუცია" მოგვეწყო, როგორც "აღორძინება" და "მოქალაქეთა კავშირი" აღარ არსებობენ, ისე აღარ იარსებებდა "ნაციონალური მოძრაობაც"

გედევან ფოფხაძე:-"ჩვენ რომ "ვარდების რევოლუცია" მოგვეწყო, როგორც "აღორძინება" და "მოქალაქეთა კავშირი" აღარ არსებობენ, ისე აღარ იარსებებდა "ნაციონალური მოძრაობაც"

   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ალექსანდრე ჭიკაიძის მედიაში გავრცელებულ  ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  შს მინისტრის განცხადებები, რა თქმა უნდა, საყურადღებოა და საყურადღებო უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში", რომელისთვისაც ქვეყნის ბედი და მომავალი სულერთი არ არის.

   -"ოპერატიულ ინფორმაციას, როგორც წესი, ფლობს ის სტრუქტურა, რომელსაც წარმოადგენს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე. შესაბამისად, თუ ის ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო, რომ ეს მხოლოდ პრევენციულია. ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მეთოდების და საშუალებების არსენალი მოიცავს იმ ვარაუდებს, რომელიც მინისტრის სცენარში იყო ასახული.

   არ ვგულისხმობ  მარტო "ვარდების რევოლუციას", ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობა" 9 წლის განმავლობაში არჩევნების წინ პროვოკაციებით, ავტობუსების დაწვით, სხვადასხვა სცენების დადგმით ახდენდა საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას და მართვას. ეს რესურსი მათ ჰქონდათ და საკმაოდ დახვეწილად იყენებდნენ. აქედან გამომდინარე, სარწმუნოდ მიმაჩნია, რაც შს მინისტრმა თქვა. პოლიტიკური მოტივაცია "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი სცენარის განვითარების რეალურად აქვს. თუ ქვეყანაში არეულობები არ იქნება და საზოგადოებას არ შეექმნება არასტაბილურობის განცდა, "ნაციონალური მოძრაობა" არავის მოენატრება.

   ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობაც",  რომ მათი პოლიტიკური არსებობა დამყარებულია დემოკრატიულ წყობაზე. ჩვენ რომ "ვარდების რევოლუცია" მოგვეწყო, როგორც "აღორძინება" და "მოქალაქეთა კავშირი" აღარ არსებობოს, ისე აღარ იარსებებდა "ნაციონალური მოძრაობაც".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: