თენგიზ ფხალაძე ვაშინგტონში აღარ ჩავიდა
ტელეკომპანია "მაესტრო"-ს ინფორმაციით პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე უკან ბრუნდება. როგორც ცნობილია ის ვაშინგტონში მიემგზავრებოდა. მისი რიგიდან უკან დაბრუნების მიზეზი აშშ-ში პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტია.
როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში აღარ მიემგზავრება და გაერო–ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.