ვანო მაჭავარიანი:-"უნდა შედგეს შეთანხმება, სხვა შემთხვევაში გვექნება კრიზისი"

ვანო მაჭავარიანი:-"უნდა შედგეს შეთანხმება, სხვა შემთხვევაში გვექნება  კრიზისი"

   პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დამოკიდებულებას ეხმიანება და ამბობს, რომ  "პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს ვალდებულება აქვს, საერთაშორისო არენაზე წარმოადგინოს საქართველო და მთავრობამ ეს უნდა გააცნობიეროს, როგორც ეს მოხდა უელსის სამიტის დროს და შედგეს შეთანხმება. სხვა შემთხვევაში სერიოზული კრიზისი გვექნება".

   მაჭავარიანი ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მიმდინარე მოვლენებში.

   -"ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურად არის ჩართული და დაინტერესებული. ის პირდაპირ საუბრობს ამაზე და ამას არც მმართველი გუნდი მალავს. გინდათ, კონსულტაციები დაარქვით ამას, ჩართულობა თუ სადილი და ა.შ. მათ ძალიან კარგად იციან, რა ინტენსივობით აქვთ ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, არ იყოს აქტიური პოლიტიკაში და, ასე ვთქვათ, გვერდიდან მისცეს რჩევები და ჩაერიოს. გახსოვთ ალბათ ის ინტერვიუ, როცა თქვა, რომ უსუფაშვილთან ერთად "დაალაგა" სიტუაცია, როცა პრეზიდენტს არ მიეცა საშუალება, ვეტო დაედო კონკრეტული კანონისთვის. ამაზე ღიად საუბრობს, ეს არის მმართველობის სისტემა. არც მმართველი გუნდი და არც ბიძინა ივანიშვილი მალავენ, რომ აქვთ მჭიდრო ურთიერთობა, როგორც "ქართული ოცნების" ლიდერთან. მათ ასეთი გზა აირჩიეს, ხოლო მოგვწონს თუ არა ეს – ცალკე თემაა"- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: