დავით ნარმანია:-"საზოგადოებას მივაწვდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას კორუფციული ქმედებების შესახებ"

დავით ნარმანია:-"საზოგადოებას მივაწვდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას კორუფციული ქმედებების შესახებ"

   თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციის გამოაქვეყნებას გეგმავს. როგორც მისი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ეს ის ჩინოვნიკებია, რომელთა კორუფციული ქმედებების შედეგად თბილისის ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი დაკარგა.

 

   "საზოგადოებას მივაწვდი ძალიან საინტერესო ინფორმაციას, თუ როგორ დაკარგა ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებებით თბილისის ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ასობით ათასი ლარის პრემია გამოიწერეს ხალხის ხარჯზე. სევდია უგრეხელიძე, ირაკლი აბესაძე და ამ გუნდის სხვა წევრები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, სწორედ თავიანთ თავზე იწერდნენ უზარმაზარ თანხებს პრემიების სახით. ამ ადამიანებმა წინასაარჩევნო პერიოდში, კონკრეტულად კი მაისში, პირწმინდად გახარჯეს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე გათვალისწინებული ბიუჯეტი და დაგვიტოვეს მძიმე საბიუჯეტო მდგომარეობა. 

   ჩვენ ვართ ახალმოსულები და ბიუჯეტის გაფლანგვასთან დაკავშირებით ჩვენი როლი ნულის ტოლია"-განაცხადა ნარმანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: