პოროშენკო კანადის პარლამენტის წინაშე წარსდგება
კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ხარპერის განცხადებით კანადას მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, პიოტრ პოროშენკო ესტუმრება. კანადის მთავრობის პრეს-ცენტრის ცნობით პოროშენკო ოტავაში 17 სექტემბერს ჩავა, სადაც ხარპერი და პოროშენკო განიხილავენ მინსკის შეთანხმებას. დაგეგმილის უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა კანადის პარლამენტში.
-"ჩვენთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტის მოწვევა, მზად ვართ ყველა ღონე ვიხმაროთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მზად ვართ გვერდით დავუდგეთ უკრაინელ ხალხს და დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას დემოკრატიული, განვითარებადი ევროპული ქვეყნის შექმნაში"-განაცხადა ხარპერმა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებით 18 სექტემბერს პოროშენკო ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოვა.