რა კანონი დაირღვა პრეზიდენტის წინააღმდეგ?!
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის აშშ-ში, გაეროს სამიტზე ვიზიტის განხორციელებაში ხელის შეშლით კანონი დაირღვა.
"ამ შემთხვევაში დაირღვა ელემენტარული კანონი იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურს მისი უფლებამოსილების განხორციელებაში შეუშალა სახელმწიფო დაწესებულებებიდან ვიღაცამ ხელი.
სამარცხვინო განცხადება მოვისმინე. თურმე გვყავს მინისტრი მთავრობაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, გერმანიის კანცლერს და ინგლისის დედოფალს შორის, სქესის გარდა კიდევ სხვა განსხვავებები რომაა, ამაზე ჯეროვანი წარმოდგენა არ აქვს", - განაცხადა ალაფიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა აღნიშნული ვიზიტის ჩაშლის შესახებ გააკეთა განცხადება. "მოხდა ძალიან ორგანიზებული მუშაობა პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ და ამ მუშაობის შედეგად, სამწუხაროდ, ვიზიტი ამერიკაში ჩაიშალა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.