დავით ნარმანია: თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა!

დავით ნარმანია: თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა!

"ლიბერთი ბანკის" გარიგებით თბილისის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა" - განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.
როგორც ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ შეისწავლა მერიასა და "ლიბერთი ბანკს" შორის 2010 წელის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ.
  

  ნარმანია ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებული მიმდინარე ნაშთებს სარგებელს რიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე, 11%-ს აშშ დოლარში არსებულ თანხებს და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე, თუმცა 2013 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება და ეს პროცენტები სრულიად გაუგებრად შემცირდა.

  "2013 წლის 17 აპრილს, მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება 2010 წლის გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპროცენტო სარგებელის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად - მინიმალური ზღვარი 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარებში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს 4%. აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2%, ხოლო ევროში არსებულ თანხებს ასევე 2%. ვხედავთ, რომ პროცენტები საგრძნობლად არის შემცირებული, 40 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე განისაზღვრა 4%, იმ დროს როდესაც ნაშთზე არსებული თანხა უმეტესწილად 40 მილიონ ლარზე მეტია. დარღვევა არის ის, რომ მოხდა ბანკის ანგარიშზე არსებული თანხაზე დარიცხული პროცენტების შემცირება, რის გამოც თბილისის მერიამ 10 მილიონ 500 ათასი ლარი დაკარგა. თუ პროცენტების შემცირებაზე შეთავაზება ბანკის მხრიდან გაკეთდა, მაშინ მერია არ უნდა დათანხმებულიყო და უნდა მოეძებნა ახალი ბანკი, ხოლო თუ მერიის მხრიდან იყო ეს შეთავაზება, მით უფრო უარესი", - განაცხადა ნარმანიამ.

  მისივე თქმით, თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით, რის გამოც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნები არ გამოირიცხება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: