თეა წულუკიანი: გაეროში ვიზიტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟი "ნაციონალური მოძრაობა"აწყობს!

თეა წულუკიანი: გაეროში ვიზიტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟი "ნაციონალური მოძრაობა"აწყობს!

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულ თანამშრომლობასა და გაეროში ვიზიტთან დაკავშირებულ აჟიოტაჟში "ნაციონალური მოძრაობის" დაინტერესებას ხედავს.

 

   "ეს აჟიოტაჟი, რაც არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, გართულებული თანამშრომლობის გარშემო, ამაში, არ ვფიქრობ, რომ მთავრობას წვლილი მიუძღვის, ამას გეუბნებით გულახდილად. ეს აჟიოტაჟი თუ ვინმეს აინტერესებს და აწყობს, ეს არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა".

  მე მჯერა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე მისი გარემოცვა, ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ ჩვენ, "ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, დავრჩეთ იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აგვირჩია და დაგვნიშნა თანამდებობებზე ქართველმა ხალხმა",-განაცხადა წულუკიანმა.

  ცნობისთვის, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულ თანამშრომლობაზე მმართველი გუნდის წევრებმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც პრეზიდენტმა კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს სამიტზე უარი არ თქვა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: