ირმა ინაშვილი: რა გვინდა, გარიგებაში შევიდნენ ნაცებთან?! ცდუნდნენ?!
"ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, ყველაზე მაღალ პრემიას უნდა იღებდეს სწორედ პროკურორი, რომელიც არაა დაცული არავისგან, არ არიან დაცული მისი შვილები და ოჯახის წევრები და ჩვენ, საზოგადოება,მათგან ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, დამნაშავეებისათვის ბრალის დამტკიცებას", - აღნიშნულ განცხადებას "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი facebook -ის პირად გვერდზე აკეთებს:
"გაითვალისწინეთ, რომ ეს პროკურორი ცდილობს მილიონერი პოლიტიკოსებისთვის ბრალის დამტკიცებას. ეს ხომ თავდადებაში მიღებული ანაზღაურებაა და არა წვეულებაში გადაყრილი ფული?! მე არ მენანება ჩემი გადასახადიდან გაღებული თანხა იმ პროკურორებისთვის, რომელთაგანაც სააკაშვილის დაპატიმრებას ვითხოვ. რა გვინდა, გარიგებაში შევიდნენ ნაცებთან?! ცდუნდნენ?! თუ გული გაიტეხონ და ამ დიდ საქმეებზე ხელი ჩაიქნიონ?! იქნებ ის გვინდა, რომ პროკურორმა იშრომოს და მისმა ოჯახმა იშიმშილოს?! ცოტა აზრზზე თუ მოვალთ, კარგი იქნება, თორემ ამდენმა ჭკუის კოლოფმა უკვე ტვინი გაბურღა. სულ ის მახსენდება- მიდი, შენ თავი გაწირე, ჩემი შვილი ვინც გააუპატიურა, დასაჯე და მე ფანჯრიდან გიყურებო. ბევრი პატიმრის მამამ მითხრა ეს... კარგით, რა..." -წერს ინაშვილი.