დავით ნარმანია "თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს

დავით ნარმანია "თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს

   დედაქალაქის მერი დავით ნარმანია "თბილისის მიკროავტობუსს" ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებს. როგორც მერმა  "მიკროავტობუსის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ტარიფები მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს.

  "ჩვენი მოთხოვნა ამ კომპანიის მიმართ, ისევე როგორც სხვა კომპანიების მიმართ, რომლებსაც ჩვენ მოვუსმინეთ და მომავალშიც მოვუსმენთ, არის უცვლელი - რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, მოხდეს მისი გადახედვა. ვთვლით, რომ მოსახლეობისთვის უნდა იყოს ადეკვატური და მისაღები ტარიფები", - განაცხადა ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: