ლუდს მხოლოდ სახლში თუ მიირთმევთ

ლუდს მხოლოდ სახლში თუ მიირთმევთ

    ალკოჰოლის მოხმარების წესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლი განსაზღვრავს - შს სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსი საჯარო სივრცეში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე განმარტებას აკეთებს.

  მისი თქმით, პირველ შემთხვევაში პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია 50-150 ლარამდე ოდენობით ჯარიმით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 500 ლარამდე ოდენობით ან დამატებით 15 დღემდე ვადით პატიმრობით.


  "ცვლილებებით მოხდა რეგულაციების დახვეწა და შესაბამისობაში მოვიდა ეს მუხლები თუ ჩანაწერები საერთაშორისო პრაქტიკასთან. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით ისჯება ალკოჰოლური სასმელების სმა სტადიონზე, სკვერში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასეთ ადგილად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საჯარო ანუ ღია სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბოს ორი ან მეტი პირი. მაგალითად: ქუჩა, გაჩერების პუნქტები, ტროტუარები, გადასასვლელები, ხიდები, გვირაბები, სადარბაზოები, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია.

  ეს მუხლი არ ვრცელდება სავაჭრო-საზოგადოებრივი კვების საწარმოების და იმ ადგილებზე, სადაც ალკოჰოლური სასმელის ჩამოსხმით გაყიდვა არის ნებადართული", - განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: