კამპანიას "ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე" მთელ საქართველოს მოიცავს

კამპანიას "ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე"  მთელ საქართველოს მოიცავს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას "ნუ დატოვებ ნარჩენებს - იზრუნე გარემოზე", რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს.

   ცნობილია, რომ  სამინისტრომ უკვე დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე "ნარჩენების მართვის შესახებ" და მიმდინარეობს საჯარო განხილვები ბიზნეს და სამოქალაქო სექტორთან.


  კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ბრიფინგი გამართა. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომზადებული კამპანიის ფარგლებში, მინისტრმა საჯარო, ბიზნეს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს მოუწოდა, ჩაერთონ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც სამინისტროს მიერ იქნება ინიცირებული და წინასწარ დაანონსდება ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.

  გარემოს დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა, რომლის მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის დაუდევრობაა. პრობლემის მოსაგვარებლად მომზადებული კანონპროექტი "ნარჩენების მართვის შესახებ", უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტს განსახილვევლად წარედგინება.
  კანონპროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით. გარემოს დაბინძურების თითოეული ქმედების შესაბამისად ადეკვატური სანქციები და შესაბამისი ჯარიმები დაწესდება

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: