ჯაბა სამუშია მერიასა და „ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებული დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს

ჯაბა სამუშია  მერიასა და „ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებული დოკუმენტის გასაჯაროებას ითხოვს

   თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა სამუშია ეჭვობს, რომ 2013 წელს "ლიბერთი ბანკსა" და მერიას შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულება საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. მისი  განცხადებით აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროვებას ისინი ორშაბათს საკრებულოს კომისიაზე მოითხოვენ.

   "თბილისის საკრებულო ორშაბათს ჩაატარებს შესაბამის კომისიას, სადაც ჩვენ მოვიწვევთ ქალაქის ვიცემერს, ქალაქის საფინანსო სამსახურის უფროსს და ვთხოვთ, რომ საკრებულოს წინაშე გაასაჯაროონ აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ერთი მხარეა და არის მეორე მხარე. მე მაქვს ეჭვი, 2013 წლის აპრილში ეს ცვლილება ხომ არ იყო დაკავშირებული იმ საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომელიც იყო დაგეგმილი",-განაცხადა სამუშიამ.

  როგორც  ცნობილია, ნარმანიამ თბილისის ყოფილ მთავრობასა და "ლიბერთი ბანკს" შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა.

  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: