საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო სკოლები მანდატურებს ითხოვენ

საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო სკოლები მანდატურებს ითხოვენ

   საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო სკოლები მანდატურებს ითხოვენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ კადრების შერჩევა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

   "მანდატურის სამსახურის არა თუ გაუქმება, არამედ ამ ინსტიტუტის გაძლირება იგეგმება. მანდატურის სამსახურის რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს. სისტემა გარდაიქმნა. მათ შეეცვალათ ფუნქცია-მოვალეობები და ვალდებულებები. გადამზადდნენ ძველი კადრები და მივიღეთ ბევრი ახალი კადრიც. ძველი კადრებიდან მხოლოდ 12-13% დარჩა. რაც მთავარია, მათზე მოთხოვნა სკოლებიდან ძალიან მაღალია, 441 სკოლა ითხოვს მანდატურის დანიშვნას. ძირითადად რეგიონებიდან. მანდატურის არჩევა ცოტა რთული პროცესია, რადგან ყველა მსურველი შესაბამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს,"- განაცხადა ლია გიგაურმა.

  უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მანდატურებს მოვალეობები გაეზრდებათ და ისინი კატასტროფების რისკის მართვის პროექტში ჩაერთვებიან. გაივლიან ტრენინგებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისა და ეპიდემიების დროს.

 

 

 წყარო:  Aris.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: