დავით ნარმანია თბილისის მერის ყოფილ მოადგილეს გამოეხმაურა
თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის განცხადებას გამოეხმაურა. ალავიძე დავით ნარმანიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, რადგან, მისი თქმით, თანამდებობის პირების, მათ შორის მისი დადანაშაულება კორუფციულ გარიგებაში, დავით ნარმანიას მხრიდან დაუსაბუთებელი ცილისწამებაა.
"დღეს ჩვენ შესაბამისი განცხადება გავაკეთეთ. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, სხვა უამრავი ხარვეზია. ჩვენ, უბრალოდ, დღეს ერთ-ერთი წარმოვადგინეთ. ეს ციკლი გაგრძელდება, ამიტომ ისინი დამატებით ინფორმაციებს ელოდონ, სადაც მათი დანაშაულებრივი ნიშნები იკვეთება. სხვა დანარჩენ საკითხებს კი პასუხს გამოძიება გასცემს", - განაცხადა ნარმანიამ.