ილია მეორე: მსგავს მოვლენებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ!
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ქობულეთში მუსლიმი თემის მიერ პანსიონატის მშენებლობასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს, ასევე რელიგიურ საფუძველზე მომხდა მოვლენებს ეხმაურება.
"ის, რაც მოხდა ამ დღეებში, რომლის შესახებ, ჩვენ სპეციალური განცხადება გავაკეთეთ, ასევე ის, რაც მოხდა ჩემი ვიზიტის წინ, როცა დაანგრიეს ერთერთი ქართული ეკლესია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმისათვის, რომ იყოს გაღიზიანებული ატმოსფერო და იყოს დაძაბული ურთიერთობა ჩვენს შორის. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ასეთ მოვლენებს, იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ორი ქვეყნისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.