თამაზ შოშიაშვილი თბილისის მერის განცხადებას ზეწოლად აფასებს
თბილისის საკრებულის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებით, 2013 საბანკო სექტორში არსებული საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული ამ პერიოდისათვის და ამიტომ გაფორმდა ახალი ხელშეკრულება "ლიბერთი ბანკთან". მისი თქმით, თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადება საბანკო სექტორზე თავდასხმაა.
შოშიაშვილის აზრით, დავით ნარმანია, ამ განცხადებებით, ცდილობს გადაფაროს ის წარუმატებლობა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარებასთან დაკავშირებით აქვს.
ცნობისათვის, ნარმანიამ თბილისის ყოფილ მთავრობასა და "ლიბერთი ბანკს" შორის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა.