რატომ ემუქრება ელისო კილაძე ლადო ბედუკაძეს?!

რატომ ემუქრება ელისო კილაძე ლადო ბედუკაძეს?!

დაპირსპირება გრძელდება, გუნდი რომელიც ორი წლის წინ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ერთად იბრძოდა (ვლადიმერ ბედუკაძე, ირმა ინაშვილი, ელისო კილაძე) დღეს ერთმანეთს უპირსპირდებიან!

დაპირსპირების მიზეზი საზოგადოებისათვის ბოლომდე ცნობილი არ არის. თუმცა,  ცნობილია, რომ ეს ყველაფერი ვლადიმერ ბედუკაძემ „საერთო გაზეთის“ მეშვეობით წამოიწყო.

რამდენიმე დღის წინ, „საერთო გაზეთის“ ფურცლებზე მან კილაძის პირადი მიმოწერა გაავრცელა, სადაც ირმა ინაშვილზეც იყოს საუბარი. ამ ფაქტმა კილაძეც და ინაშვილიც აღაშფოთა და დაპირსპირებამ პიკს მიაღწია.

დღეს „გურია ნიუსისთვის“ მეცემულ ვრცელ ინტერვიუში ელისო კილაძე ამბობს რომ ის გაჩერებას არ აპირებს - როგორც კი დედაქალაქში დაბრუნდება ბედუკაძის წინაღმდეგ სასმართლოში სარჩელს შეიტანს და  მის სამართლებრივად დასჯას მოითხოვს.

კილაძის თქმით ბედუკაძეს მანიაკურ ჩვევაში აქვს გადასული სხვისი საუბრების ჩაწერა, ხოლო, შემდეგ გასაჯაროვება. იგი ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ფალსიფიკაციაა, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ბედუკაძეს არ ჰქონდა უფლება სხვისი პირადი მიმოწერა გაესაჯაროებინა.

„მე მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისი დაკვეთით ახდენდა კადრების გადაღებას ბედუკაძე და და სწორედ ეს არის მისი დაპირსპირების მიზეზი ჩემს მიმართ.

ბედუკაძემ იცის, რომ ეს ინფორმაცია მაქვს. ამიტომ მისი ჩემს მიმართ აგრესია და დისკრედიტაცია გასაგებია. მას აუცილებლად მოუწევს ყველა იმ ბრალდების დადასტურება, რაც ჩემი მისამართით გაჟღერა.“

კილაძე „საერთო გაზეთის“ რედაქტორზეც საუბრობს და ამბობს რომ, „ვახტანგ ხარჩილავას აშანტაჟებენ და ისიც იძულებით, უკვე 6 თვეა იბრძვის ჩემს წინაღმდეგ და ახდენს ჩემს  დისკრედიტაციას“.

„ივერიონი“ გთავაზობთ ამონარიდს ელისო კილაძის ინტერვიუდან,  რომელიც მან „გურია ნიუსს“ მისცა:

„არ არის ეს ჩემი და ლადო ბედუკაძის პირადი მიმოწერები. ეს არის ფაბრიკაცია. ერთი კვირა  საირმეში  დასასვენებლად ვიქნები. როგორც კი დავბრუნდები, სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავ. ორშაბათს 3 საჩივარს შევიტან: პირველი, ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ იქნება.

მე და ლადო ბედუკაძეს „სკაიპით“ გვქონდა ურთიერთობა. მას  "სკაიპის“ სამი მისამართი ჰქონდა - „უგო ჩავესი“ „ლადო ბედუკაძე“ და მესამე, რომელზეც მითხრა ვიქტორ ჭელიძემ, დათო სილაგაძემ და გაუგებარმა ხალხმა, ვისთანაც მაშინ  ბელგიაში მოხვდა, გაუტეხეს. ამის შემდეგ ჩემთან ურთიერთობისთვის იყენებდა მისი მეუღლის, ირმა ორჯონიკიძის „სკაიპს“.

არ ვიცი, რა პერიოდზეა საუბარი. რადგან, გამოქვეყნებული მასალა არ მინახავს. თუმცა, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ლადო ბედუკაძე  "სკაიპით“ ყველა საუბარს იწერდა. ზუსტად ვიცი,  იწერდა საკუთარი ცოლის საუბრებსაც.მისი მანიაკალური აზროვნება ამ დონემდეა დასული. ჯერ  ერთი, ეს პირადი მიმოწერა ნამდვილიც რომ იყოს, ლადო ბედუკაძეს არ ჰქონდა უფლება ჩემი ნებართვის გარეშე ეს მიმოწერა გაესაჯაროვებინა ჩემთვის მთავარია "საერთო გაზეთის“ რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას პოზიცია, რომელიც, დაახლოებით 6 თვეა მიზანმიმართულად ჩემს დისკრედიტაციას ეწევა ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია.

არის გარკვეულ პირთა წრე, რომელიც ვახტანგ ხარჩილავას აშანტაჟებს. ვიცი პიროვნების სახელი და გვარი, რომელმაც თავის დროზე ბატონი ხარჩილავა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის მეშვეობით გადაიბირა. 

ის, რომ "სქრინშოტები არსებობს, არაფერს ნიშნავს. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ამის დამზადება შესაძლებელია. მოვითხოვ არაფალსიფიცირებული მიმოწერის გამოქვეყნებას და ექსპერტიზის ჩატარებას. როგორც მე მივიტან ჩემს "ლეპტოპს“, რომლითაც ვსარგებლობდი წლების განმავლობაში, ასევე ლადო ბედუკაძემ უნდა მოიტანოს თავისი "ლეპტოპი“ ექსპერტიზაზე. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში წაშლილი ფაილების აღდგენაც არის შესაძლებელი. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის რომ დადასტურდეს!

ეს არის ამ ჯგუფის ავანტიურა. მივყვები გამოძიებას, გაირკვეს არა მხოლოდ შემსრულებლები, რომლებიც ცნობილია, ვახტანგ ხარჩილავა და ლადო ბედუკაძე, არამედ  დამკვეთები. გარდა ამ მიმოწერისა, პროკურატურაში ბედუკაძის წინააღმდეგ კიდევ ერთ საჩივარს შევიტან.

საქმე ეხება ციხის სკანდალის სასამართლო პროცესს, რომელიც  დახურული იყო. პროცესის მონაწილე ყველა მხარემ გააკეთა ხელმოწერა, რომ არ გაამჟღავნებდნენ სასამართლო პროცესზე მიმდინარე ფაქტებს, არ მოახდენდნენ ვიდეო და აუდიო ჩაწერას.

როგორც ირკვევა ლადო ბედუკაძეს ფარულად აქვს ჩაწერილი ირმა ინაშვილისა და გიორგი ლორიას ჩვენებები. რომელიც სასამართლოდან უკანონოდ  აქვს გამოტანილი. ვიცი, რაც არის გაღიზიანების მიზეზი. იცით, რა მაინტერესებს? ვისი დაკვეთით მუშაობდა ბედუკაძე როცა  ციხიდან ე.წ. სკანდალური კადრები გამოიტანა? რა თქმა უნდა,  კადრების პირველ ნაწილს ვგულისხმობ, რომელიც პირადად მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება.

მან ძალიან კარგად იცის, რომ ეს იყო ამირან მესხელის დავალება. ის ახალაიას უწყებაში ამირან მესხელს ჰყავდა გადაბირებული. მისი აგენტი იყო. ეს არ ეხება კადრების მეორე ნაწილს, რომელიც გიორგი ლომიას ორგანიზებით არის გადაღებული და აიძულა მიხეილ სააკაშვილი სისტემურ დანაშაულზე ალაპარაკებულიყო. ბედუკაძემ იცის რომ, ეს ინფორმაცია მაქვს. ამიტომ მისი ჩემს მიმართ აგრესია და დისკრედიტაცია გასაგებია. მას აუცილებლად მოუწევს ყველა იმ ბრალდების დადასტურება, რაც ჩემი მისამართით გაჟღერა.“- აცხადებს ელისო კილაძე.

(წყარო „გურია ნიუსი“)  თაზო ბენიძე
 


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: