თედო ჯაფარიძე: ეს იყო კონცეპტუალური, სტრატეგიულად აწყობილი გამოსვლა!
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
საპარლამენტო დელეგაციის წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა კონფერენციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოსვლად შეაფასეს.
"ეს იყო კონცეპტუალური, სტრატეგიულად აწყობილი გამოსვლა", - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.