მიხეილ მაჭავარიანი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელისუფლების ურთიერთობის თემაზე იყო მთავარი მომხსენებელი!
ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციის შესახებ შეფასება გააკეთა ქართული დელეგაციის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, , კონფერენცია საინტერესო ფორმატში იმართებოდა და პარლამენტების თავმჯდომარეების მოსმენის გარდა იყო ინდივიდუალური შეხვედრების შესაძლებლობაც.
"კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობის თემაზე იყო მთავარი მომხსენებელი, ჰოლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. მე მინდა ვთხოვო ბატონ დავითს, რომ აი ეს სახელმძღვანელო, რომელიც მიძღვნილია ამ დებატებს, წაუღოს საქართველოს მთავრობის წევრებს, პირველ რიგში შს მინისტრს", - განაცხადა მაჭავარიანმა.