ნატალია ხოხიაშვილი:-"დაკავებულზე ფიზიკური ზემოქმედებაც კი მოხდა, ოღონდ კი მას მკვლელობა ეღიარებინა"
არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის გიორგი ანდრიაძის საქმეში აღმოჩენილი ხარვეზების შემდეგ მათი ორგანიზაციის მიერ სხვა საქმეებში აღმოჩენილ დარღვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ასეთი საქმეები საკმაოდ ბევრის. ის ამჯერად ერთ კონკრეტულ საქმეზე ამახვილებს საზოგადოების ყურადრებას და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მათ ორგანიზაციაში ბრალდებულის წერილი მივიდა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დახმარება ითხოვა.
-"2014 წლის 14 ივნისს თელავში ერეკლე მეორის მოედანზე დაუდგენელმა პირმა, რომელიც მოტოციკლით მოძრაობდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გაჩერებულ ავტომობილში მყოფ არჩილ მაისურაძეს (დალაქიშვილს), იგივე ''სტარიჩოკას'' (რომელმაც დაახლოებით 12 წლის წინათ მოკლა საქართველოში მოღვაწე კანონიერი ქურდი, ახმეტის რაიონის სოფ. ქისტაურის მკვიდრი, შავ სამყაროში ''ვანცეტას'' ზედმეტსახელად ცნობილი), რომელიც ჭრილობით მიყენებული უმძიმესი დაზიანებებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ამ საქმეზე გამოძიება მიჰყავდა მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ლევან ოქრუაშვილს. გახსოვთ ალბათ, რომ ეს მკვლელობა საკმაოდ გახმაურებული იყო და პოლიციის მუნდირის ღირსების საქმე იყო ამ საქმის გამოძიება
ამ საქმეზე დაკავებულია თელაველი ლევან დავითაშვილი, რომელიც მანამდეც არაერთხელ მიიყვანეს დაკითხვაზე და მასზე ფიზიკური ზემოქმედებაც კი მოხდა, ოღონდ კი ლევანს მკვლელობა ეღიარებინა.
ჩვენს ორგანიზაციაში ბრალდებულის წერილი მოვიდა, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და დახმარებს გვთხოვს.
იმის გამო, რომ ლევანისგან აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს, პოლიციამ სისრულეში მოიყვანა მუქარა და მას ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი" ჩაუდო სახლში ჩხრეკის დროს.
ლევანზე ხელის შეწმენდა პოლიციისთვის მისაღები იყო, რადგან ის ერთი საწყალი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა, მას ვერც ვერავინ დაიცავდა და საქმეც გახსნილად ჩაეთვლებოდათ.
ოჯახს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ექსპერტიზის ცნობები აეღო დაზიანებებზე, რაც მას პოლიციის განყოფილებაში მიაყენეს, თუმცა ის ფაქტი, რომ მას სახლში 28 აბი სუბოტექსი ჰქონდა დაუჯერებელია, ის დაკავებამდე ყოველ მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში იყო დაბარებული და როცა ესეთი ზეწოლის ქვეში იყო, ლოგიკურია კანონ საწინააღმდეგოს სახლში არ შეინახავდა.
ყველაზე ცუდი ისაა რომ სასამართლო პროცესზე ნერვიულობის შედეგად მისი მეუღლე საავადმყოფოში მოხვდა და ბავშვი დაკარგა.
არ მინდა შევუერთდე ბატონი მინისტრის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, რადგან ვთვლი, რომ ჭიკაიძის შეცვლა არანაირ ცვლილებას არ მოიტანს, მაგრამ ასეთი შემთხვევები რომ გახშირდა ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს თვითონ იმის შეგნება რაღაც შეცვალოს.
ჭიკაიძეს რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდეს, თვითონ უნდა გადადგეს.
უკანონო დაპატიმრებები, შეკერილი საქმეები, უსამართლობა ქართველ ხალხს ყელში რომ ამოუვიდა იმიტომაც შეცვალა 2012 წლის 1 ოქტომბერს არსებული ხელისუფლება, ეს ფაქტი ბევრ რამეზე უნდა აფიქრებდეს 2012 წელს მოსულ ხელისუფლებას"-ამბობს ხოხიაშვილი.
P.S. ივერიონი ხვალ მკითხველს ლევან დავითაშვილის მეუღლესთან, ანა ქიზიყელაშვილთან საუბარს შემოგთავაზებთ.